06 სექტემბერი 2026,   16:18
ვრცლად
მტკვარი უდიდესი პოტენციალის მდინარეა, რომელიც ბინძურდება ჩვენი ფეკალიებისგან - რას მოითხოვს ანა დოლიძე

თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ გალაქტიონის ხიდზე პროგრამა - "მტკვარი ხალხისთვის" წარადგინა.

პარტია "ხალხისთვის" წევრებმა სიმბოლურად ხიდზე ანა დოლიძის საარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები გადაფინეს - "მტკვარი ხალხისთვის", "თბილისი ზრუნავს". 

"თბილისში მტკვარი არის უდიდესი პოტენციალის მქონე მდინარე, რომელიც დღესაც კი ბინძურდება ჩვენი ფეკალიებისგან. ვალდებულება, რომ გაიწმინდოს მტკვარი, რაშიც ძალიან ბევრი ფული უკვე დაიხარჯა, ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა. ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ მტკვარი,"- აცხადებს პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე.

დღის ამბები