16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
პირადად ვიცი გრიგოლ ლილუაშვილის სტილი და ღირებულებები, ნაკლებად მჯერა, რომ ეს იქ მართული პროცესია - სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფაილების გავრცელება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

"მოსალოდნელი იყო და წინასწარ ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანია მედიური კამპანია იქნებოდა, რომელიც გაჯერებული იქნებოდა დეზინფორმაციით, ზიზღის ენით და გარკვეული ამბების მოყოლა და მისი წარმოჩენა, თითქოს ეს არის ფაქტი და შემდეგ სხვა ადამიანებისთვის მოთხოვნა, რომ მათ თავი იმართლონ. ეს არის ტიპიური დეზინფორმაციის კამპანია,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებათან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ წინასწარ დასკვნების გაკეთება, თუ ვის შეეძლო აღნიშნული ფაილების გავრცელება, უსაფუძვლოა. 

"აბსოლუტურად არანორმალურია როდესაც ვინმეს ავტომატურად ეჭვმიტანილად გამოაცხადებენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები, მიკერძოებულები არიან და ამას არც მალავენ. ფაქტების წრე საკმაოდ ვრცელია რაც რეალურად უნდა დადგინდეს საიმისოდ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე დასკვნა გაკეთდეს. მე პირადად მგონია და მაქვს საფუძველი, პირადად ვიცი რა საქმიანობის სტილი, მიდგომები, ღირებულებები, მათ შორის ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის, მე ნაკლებად მჯერა რომ ეს არის იქ მართული პროცესი. შეიძლება ნებისმიერი სხვა მიზეზი იყოს და ახსნა ამისა, რა არის კონკრეტული მიზეზი, ამას ალბათ ვინც შეისწავლის ამ საკითხებს, ის გაარკვევს. წინასწარ დასკვნების გაკეთების მიზეზი, რასაც ოპოზიცია კადრულობს, ვფიქრობ ამის მიზეზი არ არსებობს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები