20 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრების ყოველდღიური რაოდენობა, ბოლო სამი დღის განმავლობაში შემცირებულია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება შეინიშნება.

"ზოგადად ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის სტაბილიზაციისკენ. ერთადერთი, რაც გუშინ, გუშინწინდლიდან გამოჩნდა, ეს არის სამწუხაროდ აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება. შაბათ-კვირას ისედაც გვიმცირდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე პარასკევსაც, ხუთშაბათსაც შეეტყო, რომ შემცირების ტენდენცია აქვს აცრების მაჩვენებელს და ეს ძალიან ცუდია.

ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება აგვისტოს ბოლო დეკადიდან ძირითადად განპირობებული იყო იმ რეგულაციებით, რაც იყო და შეზღუდვებიც შემოღებული, აცრების შედარებით მაღალი მაჩვენებლით და კარგი გამყოლობით. ასევე, აღსრულების კონტროლის უფრო გაუმჯობესებით. თუ ეს ახლა მოეშვა რა თქმა უნდა იქნება საშიშროება კვლავ ეპიდსიტუაციის გაუარესების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები