16 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"გირჩი-მეტი თავისუფლებამ" თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი შტაბი გახსნა, თუმცა ის რამდენიმე საათში დალუქეს - რა გახდა მიზეზი

"გირჩი-მეტი თავისუფლებამ" გასულ ღამეს ახალი შტაბი თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე გახსნა, თუმცა ის რამდენიმე საათში დალუქეს.

საღამოს ათი საათის შემდეგ, ლერმონტოვის 9 ნომერში შრომის ინსპექცია მივიდა. ამ დროს ადგილზე მდებარე ბარში გასართობი ღონისძიება იმართებოდა. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ბარი დალუქეს და დააჯარიმეს.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" პოზიცია შემდეგია - პარტია ამ სივრცეში ამომრჩევლის კითხვებს ისმენს და მათ საკუთარ წინასაარჩევნო სტრატეგიას აცნობს.

დღის ამბები