24 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
"რუსთავი 2-სთვის" ცნობილი ხდება ადგილი, სადაც გატაცებული 28 წლის ბიჭი დაახრჩეს 

"რუსთავი 2-სთვის" ცნობილი ხდება ადგილი, სადაც მარნეულში მკვლელობა მოხდა. 28 წლის გარდაცვლილი მამაკაცი მარნეულის სოფელ ალავარში მდებარე სარწყავ არხში დაახრჩეს. 

შსს-მ მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ძმები არიან, რომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცი შურისძიების მოტივით გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს, რის შემდეგაც სარწყავ არხში გადააგდეს.

ირკვევა რომ 28 წლის მამაკაცი მარნეულიდან არ არის, ის ადგილზე დასაქმებული იყო. 

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი 18 სექტემბერს გაუჩინარდა, სამი დღის განმავლობაში მას სამართალდამცველები და ოჯახის წევრები ეძებდნენ და ის დღეს დილით, გარდაცვლილი იპოვეს. 


 

დღის ამბები