მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - ფერიის დასახლებაში დანგრეული და დაზიანებულია სახლები, ერთი სახლი სრულად დაინგრა, სამს კი კედელი ჩამოეშალა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მკურნალობას კლინიკაში გადის.
"ოთახები წამოიღო და სადაც ბავშვებს ეძინათ და ოჯახის წევრები იყვნენ, მოვასწარით და აქეთ გადმოვიყვანეთ. დაშავებულია რძალი, ფეხზე უტარდება ოპერაცია. კედლის რაღაცა ნაწილი ფეხზე დაეცა," - განაცხადა დაშავებულის ოჯახის წევრმა.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან გურიასა და აჭარაში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები. დაბა ურეკში პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაც დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, წვიმის გამო დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთებიც. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც.