16 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძემ 19 ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა: ეს იყო სპეციალური მოსმენები სამღვდელო პირებსა და ჩემს შორის

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცედურები გრძელდება - ამჯერად "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოიკითხა. მან ჩანაწერის ერთ-ერთი ფრაგმენტის ნამდვილობა დაადასტურა.

პოლიტიკოსი უკანონო მოსმენებსა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"19-ვე, რაც მე მაჩვენეს ჩანაწერი, ზუსტად შეესაბამება იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ეს იყო სპეციალური მიმართულებით მოსმენები, დაკავშირებული სამღვდელო პირებსა და ჩემს შორის ურთიერთობასთან. ეკლესია სადაც კი ნახსენებია ჩემს საუბარში, ეს საუბრები არის ჩაწერილი. ეს არის უმძიმესი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გააცნობიეროს. ეს არის ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მიზანდასახული საქმიანობა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები