02 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
ქურდობა ქუთაისში - მაღაზია "დეილისიდან", რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო პროდუქტები მოიპარეს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "დეილის" ფილიალი გაქურდეს, წაღებულია პროდუქტი. შემთხვევა წუხელ, სამხარეო პოლიციის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფილიალი დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა მფლობელებს დილით მინები ჩამსხვრეული დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.

დღის ამბები