16 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"ქართული ოცნების" კახეთის რეგიონული კოორდინატორი თელავის მერობის კანდიდატს ენმ-დან 3 ტყუილში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" კახეთის რეგიონული კოორდინატორი ბენო გეგეჭკორი, "ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს სამ ტყუილში ადანაშაულებს.

პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა წლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ყველა ჯერზე მის დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებს.

გეგეჭკორი ბოტკოველს მატყუარას უწოდებს და აცხადებს იმასაც, რომ ის მალავს დიდ ქონებას, რომელიც მის სიმამრზე და მეუღლეზე არის რეგისტრირებული.

გიორგი ბოტკოველი ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

 

დღის ამბები