ფოთს ქარბორბალამ გადაუარა - სტიქიამ ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალში 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა ტერმინალის შიდა პერიმეტრში მდებარე მცირე ზომის ნაგებობებს კი სახურავები გადახადა.
ტერმინალის მეპატრონეები ზარალს ითვლიან.
ქარბოლბალა დაფიქსირდა ხობის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიის შედეგად სოფელ შავღელეში 12 სახლი უსახურავოდ დარჩა.