03 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
კაცობრიობა ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან - ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კაცობრიობა ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან.

როგორც ანტონიო გუტიერეში ამბობს, სახელმწიფოები თავიანთ არსენალს აუმჯობესებენ. ის მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების აღმოფხვრისაკენ, ერთმანეთის ნდობისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბირთვული იარაღის სრულ განადგურებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 14 ათასი ბირთვული იარაღი ინახება.

დღის ამბები