კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში იმყოფებოდა, სადაც იორმუღანლოს ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მცხოვრებთა იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.
ირაკლი შიოშვილმა მოსახლეობას აქტიურობისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.