20 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
ახალი რეგულაციები ფარმაცევტული კომპანიებისთვის - პირველი იანვრიდან ყველა საწარმო, რომელიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, დაიხურება

რა პირობებში მზადდება წამლები საქართველოში - 60-მდე სერტიფიცირებული საწარმოდან სტანდარტს მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი აკმაყოფილებს.

ახალი წლიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საწარმოებს სტანდარტის სხვა ხარისხი მოეთხოვებათ. შესაბამისად უნდა შეიცვალოს მედიკამენტების ხარისხიც. "ჯი-ემ-პი" და "ჯი-დი-პი" სტანდარტებზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმება, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები არასოდეს არიან მზად ახალ რეგულაციებს მოერგონ.

იგივე ხდება დღესაც, ისინი  ახალი რეგულაციების გადავადებას კვლავ ითხოვენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი  ხარისხის გაუმჯობესებაზე საერთოდ არ ზრუნავს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მარტო თბილისში 40-მდე ფარმაცევტული საწარმო შემოწმდა, საიდანაც ელემენტარულად მოთხოვნებს, ოცდაათიც კი ვერ აკმაყოფილებს.

საქართველოში 52 სერტიფიცირებული წარმოებაა, აქედან ერთს უკვე აღებული აქვს აღნიშნული სერტიფიკატი. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, აღნიშნულ სტანდარტს კიდევ 2-3 წარმოება დააკმაყოფილებს.

 

დღის ამბები