04 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3% გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა 2021 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3% გაიზარდა.

2021 წლის 8 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ ჯამურად 12% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის სფეროებში. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა, მშენებლობის და სამთო მომპოვებელ დარგებში.

დღის ამბები