"კურიერისთვის" ცნობილი ხდება ადგილი, სადაც თბილისში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. დაკავების ადგილი სანზონაში მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისია.
ბინა, რომელშიც ის იმყოფებოდა, უკვე დალუქულია და იქ სამართალდამცავების ნაწილი ამ დრომდე რჩება.
დაკავების თვითმხილველები ყვებიან, თუ როგორ მოვიდნენ სამართალდამცავები კორპუსის ეზოში და ერთი პირი დააკავეს.