პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებასა და მოქალაქეების დაშინებაში დაადანაშაულა.
ირაკლი მიქელაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მობილიზებულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ჯგუფები და ცდილობენ ამომრჩევლების დაშინებას. მიქელაძის თქმით, რამდენიმე უბნიდან ცარიელი ბიულეტენების გამოტანის ფაქტიც იყო.
ის ასევე საუბრობს ტექნიკურ ხარვეზებზე. ირაკლი მიქელაძის თქმით, უბნებზე არ მუშაობს მარკირების შესამოწმებელი სანათები.