საარჩევნო ყუთებთან თავიანთი არჩევანი დღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც დააფიქსირეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა, მუსიკოსებმა, რეჟისორებმა. მათ შორის იყო ლანა ღოღობერიძე, დათო ტურაშვილი და მარიკო ებრალიძე.
როგორც თავად ამბობენ, მათ თავიანთი არჩევანი უკეთესი მომავლისთვის გააკეთეს და მთავარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.