03 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ავტორი, რომელსაც შვედეთში პოლიცია იცავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ავტორი, რომელსაც შვედეთში პოლიცია იცავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლარს ვილკსი დაცვის ქვეშ მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის შექმნის შემდეგ მას სიკვდილით ემუქრებოდნენ.

დაჯგუფება "ალ-ქაიდას“ კარიკატურისტის მკვლელობისთვის ჯილდოს სახით 100 000 ამერიკული დოლარი ჰქონდა დაწესებული.

შვედი მხატვრის მანქანა სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მხატვართან ერთად მისი დაცვის წევრებიც დაიღუპნენ. სატვირთოს მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მხატვარი 75 წლის იყო. ჯერჯერობთ, პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე მუშაობს.

დღის ამბები