ამ წუთებში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის არჩევნების დღეს დიდ დიღომში, საბურთალოს 52-ე უბანზე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის და და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
"მე დამაკავეს არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს და 2 დღე კაპეზეზე აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავი, რადგან დაკავების ოქმის გარეშე ვიყავი მოთავსებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჩემი დაკავება ემსახურებოდა იმას, რომ არ დავსწრებოდი თვლის პროცესს,"- "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა.