05 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
"იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე, მამას დანა დაურტყამს შვილისთვის" - თიანეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა თიანეთში - მომხდარის დეტალებს გარდაცვლილის დედა იხსენებს. ის "კურიერთან" ჰყვება, რომ მამა-შვილი ურთიერთშელაპარაკების დროს არაფხიზელ მდგომარებაში იმყოფებოდა. 

"ჩემი შვილი იყო მთვრალი, ჩემმა მეუღლემაც დალია, მერე იჩხუბეს და გამოეკიდა ჩემი მეუღლე. მამას დანა დაურტყამს შვილისთვის. ქმარი დაიჭირეს, ახლა არ ვიცი რა გავაკეთო,"- ამბობს მოკლულის დედა.

შეგახსენებთ, 81 წლამდე მამაკაცმა თიანეთში შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ ჟებოტაში მოხდა. პოლიციამ თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 81 წლის მამაკაცი დააკავა.

დღის ამბები