05 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
3518 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის გერმანიაში 100 წლის კაცს ასამართლებენ - ნაცისტი პატიმრებს მომწამლავი გაზით გუდავდა

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წლის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი დაცვის წევრი, 100 წლის ჯოზეფ ს სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალად ედება 3518 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება. გარდაცვლილებს შორის იყვნენ ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც, სხვებთან ერთად Zyklon B გაზით გაგუდეს.

ბრალდებულმა 1942 წელს, 21 წლის ასაკში პირველად დაიწყო ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის დაცვაში მუშაობა. თითქმის 101 წლის ნაცისტი დღეში მხოლოდ ორი საათით ახერხებს მოსამართლის წინაშე წარადგენას. სასამართლო მსვლელობა იანვრამდე გაგრძელდება.

მომწამლავი გაზი ბანაკში, სადაც მსჯავრდებული მსახურობდა, 1943 წელს შეიტანეს და მას შემდეგ იქ 3000 ადამიანზე მეტი მოკლეს. მსხვერპლებს შორის იყვნენ ტყვედ ჩავარდნილი მეომრები, ებრაელები, დეზერტირები, პოლიტიკური ოპონენტები და ჰომოსექსუალები.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები