26 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. 

დეტალებს "კურიერი" ამ წუთებში არკვევს. 

23 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს წარუდგინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის შემკვეთად 2001 წელს მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას შვილი სახელდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კაკულიების ოჯახმა ამ ვერსიას სიცრუე და ცილისწამება უწოდა.

დღის ამბები