16 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"კორპუსის დაბლა მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები, ამას პირადი მესაკუთრე აკეთებდა და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი" - შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა, იმ ვერსიებზე ისაუბრა, რომელსაც, შესაძლოა, კორპუსის ჩამონგრევა გამოეწვია. როგორც მან აღნიშნა, გაზის აფეთქება 90%-ით გამოირიცხა. 

​"ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის დაბლა მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები, ამას პირადი მესაკუთრე აკეთებდა და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს ამ ამბავზე და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა მომხდარზე. 2 ადამიანი, რომლებიც გვეკონტაქტება, შიგნით არის. საერთო ჯამში, 10-15 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში, რომლებიც ამ დრომდე იქ რჩებიან. დაზუსტებით არ ვიცით ზუსტი რიცხვი. 

კორპუსზე დაშენება ახალი არ არის და ეს წლების წინანდელია და შიგნით რას აკეთებდნენ, ეს არ ვიცით. 

დაკავებული მომხდარზე არავინ არ არის, მიყვანილია ხალხი და გამოკითხვა მიმდინარეობს. ადგილზე, დაახლოებით, 200 ადამიანზე მეტი მუშაობს, ადგილზე ასევე არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებს ეხმარებიან.  შეიძლება ითქვას, რომ გაზის ამბავი 90%-ით არ არის, ვინაიდან აფეთქება სხვანაირად ხდება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახური საკმაოდ სწრაფად მივიდა.

დღის ამბები