ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმარი ამბობს, რომ ქალი შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
რამაზ დავლაძე იმედოვნებს, რომ მაშველები მათ ბავშვებსაც იპოვიან.
"ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის," - აცხადებს რამაზ დავლაძე.
ამჟამად, მაშველები მეკეიძის შვილებს - 1.2 წლის და 9 წლის ბავშვებს ეძებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები უკვე დაახლოებით 8 საათზე მეტია მუშაობენ. ტერიტორიაზე სამაშველო და სპეციალური სამსახურის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მუშაობს.