30 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა - ოპოზიციური პარტია მე-11 საარჩევნო ოლქის ხმების გადათვლის შედეგების შესახებ მიღებული განკარგულებების გაბათილებას ითხოვდა.

გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლემ წარმოდგენილი არგუმენტაცია საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა. გასაჩივრებისთვის ემზადება ენმ. სწორედ მე-11 საარჩევნო ოლქში ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვებული ოპოზიციის კანდიდატი იყო, თუმცა, ბათილი ბიულეტენების გადამოწმების შემდეგ 13 ხმით გამარჯვებულად მმართველი პარტიის კანდიდატი გამოვლინდა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ზუგდიდის საკრებულოში მყარი 23 მანდატიანი უმრავლესობა დაკარგა.

დღის ამბები