20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გამოკითხავენ

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს პროცესზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გამოკითხავენ და წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"დღეს კიდევ ერთხელ გიორგი ქადაგიძე დაადასტურებს იმას, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა და ეს არის ყველაფერი აბსურდი, მცდელობაა რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს, ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე და ეს სასამართლო და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა ქვეყანაში დადგეს მშვიდობა და ქვეყანა განვითარდეს," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 644 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.  

დღის ამბები