20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ვის შეეძლება დამატებითი დოზით აცრა და რომელი ვაქცინებით - თამარ გაბუნიას განმარტება

ვის შეეძლება დამატებითი დოზით აცრა და რომელი ვაქცინებით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის დამატებითი დოზის ჩატარება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც Sinopharm-ის ან Sinovac-ის ვაქცინით არიან აცრილნი.

თამარ გაბუნიას თქმით, Sinopharm-ითა ან Sinovac-ით ორივე დოზით აცრილლებისთვის 28 დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი დოზის ჩატარება. 

"განისაზღვრა ე.წ. დამატებითი დოზის ჩატარების შესაძლებლობა. დამატებითი დოზის ჩატარება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის ან Sinovac-ის, თუმცა სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის, რაიმე მიზნით მოგზაურობის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მიემგზავრებიან, არის მოთხოვნები დაწესებული კონკრეტულად Pfizer-თან მიმართებაში, ასეთ დროს პირმა შეიძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია Sinopharm-ით ან Sinovac-ით აცრის მეორე დოზიდან უკვე 28 დღეში, თუმცა ამისთვის უნდა წარმოადგინოს ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მიზნობრიობა რატომ სჭირდება მას კიდევ დამატებითი დოზით აცრა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები