19 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"დაწყებულია მეხუთე ტალღა, მატება, შესაძლებელია, კიდევ იყოს" - ქვეყანა ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზეა

ახალი ეპიდაფეთქების ზღვარზე მყოფი საქართველო - ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ კოვიდის მორიგი, მეხუთე ტალღა რეგიონებიდან დაიწყოს. სახელდება სამი სავარაუდო რისკზონაც - სამეგრელო, იმერეთი და კახეთი.

ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმუნიზაციის ცენტრებს და გადაარჩინონ საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლე. ვაქცინაციასთან ერთად ისინი რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგის, მაია კაშიას თქმით,  სიტუაცია განსაკუთრებით იმის გამო დამძიმდა, რომ ვაქცინაციაზე დაბალი მიმართვიანობაა, ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 40 პროცენტზე დაბალია.

ნიღბისა და აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილიც.

"დაწყებულია მეხუთე ტალღა, მატება, შესაძლებელია, კიდევ იყოს მაშინ, როდესაც არის გრიპის სეზონი, როდესაც მოგვიწევს ორივე დაავადების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მაშინ, როდესაც გაიზარდა მობილობა.

ყველაზე ეფექტიანია, ვაქცინაციასთან ერთად ნიღბის ტარება - ეს არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვიცავს ინფიცირების მატებისგან" - ამბობს ბულეიშვილი. 

დღის ამბები