20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
განიხილება წერტილოვანი შეზღუდვები და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა - რომელ ქალაქებს შეეხება რეგულაციების გამკაცრება 

მორიგი პიკი აგვისტოს შემდეგ - კორონავირუსი ძალებს იკრებს - ერთი დღის განმავლობაში კოვიდით თითქმის 5000 ადამიანი დაინფიცირდა.

მაჩვენებლები განსაკუთრებით მკვეთრად არის გაზრდილი ქვეყნის რეგიონებში. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უკვე დაიწყო საუბარი წერტილოვან შეზღუდვებსა და გარკვეულ ქალაქებში ონლაინსწავლების განახლებაზე.

საუბარია 3 რეგიონზე, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეებში სულ უფრო მატულობს, ესენია: კახეთი, იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.  

"განსაკუთრებით მომატებულია იმერეთში ინფიცირების რაოდენობა და დღეის მონაცემებით, 13.2 %-ია დადებითობის მაჩვენებელი. 1028 შემთხვევა გვქონდა გასული 24 საათის განმავლობაში. თუ გვინდა, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოს სტაციონარული ქსელი, არ მივიღოთ მძიმე და ლეტალური შემთხვევა, უნდა შევძლოთ და შევეცადოთ, უფრო მეტი ადამიანი მივიყვანოთ ასაცრელად,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე.

კორონავირუსის შემთხვევებმა 2.7 %-ით მოიმატა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც.

"ამ ეტაპისთვის რეგიონში 133 სკოლის მოსწავლე და 57 პედაგოგი არის ინფიცირებული, ამასთან, ბაღის 18 აღმზრდელი და 3 აღსაზრელი. რეგიონში 6 სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მატება იქნება, ამოქმედდება ონლაინსწავლება და წერტილოვანი შეზღუდვები,"- განმარტავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი.

 

დღის ამბები