27 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
მცხეთის მუნიციპალიტეტში დამატებითი ამცრელი პუნქტები ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში დამატებითი ამცრელი პუნქტები ამოქმედდა. მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას უკვე ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებშიც შეძლებს. ადგილზე აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები მცხეთის მუნიციპალიტეტის 9 სოფლის ამბულატორიაში კეთდება, ამასთან, ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს ქალაქ მცხეთაში არსებული მასობრივი იმუნიზაციის 2 ცენტრი ემსახურება.

დღის ამბები