09 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
ამერიკელ მილიონერ რობერტ დარსთს საუკეთესო მეგობრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ამერიკელ მილიონერ რობერტ დარსთს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საუკეთესო მეგობრის, სუსან ბერმანის მკვლელობაში, რომელიც 2000 წელს იქნა მოკლული. 55 წლის სუსანის ცხედარი ბევერლი ჰილსში, საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი.

პოლიცია ასევე ვარაუდობს, რომ რობერტ დარსთს კიდევ 2 ადამიანი ჰყავს მოკლული.
ბრალდებული ახლა 78 წლისაა. ნარცის ფსიქოპატად წოდებული მილიონერი თავისი მეგობრის მკვლელობას უარყოფს.

დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შეწყალების, ან თავდებით გამოშვების შანსი არ არსებობს და დამნაშავეს ციხეში სიკვდილი ელის.

მილიონერს სულ სამი ადამიანის მკვლელობას ედავებიან. მისი ცოლი, კეითლინ მაქქორმაკი 1982 წელს უგზოუკვლოდ გაუჩინარდა და საბოლოოდ გარდაცვლილად გამოცხადდა. ხოლო მესამე მსხვერპლად მიიჩნევა მორის ბლექი, ბრალდებულის ტექსასელი მეზობელი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რობერტი მესამე მკვლელობაში სასამართლომ გაამართლა იმ მიზეზით, რომ დარსთმა მისტერ ბლექი თავის დაცვის მიზნით მოკლა.

შეგახსენებთ, რომ დამნაშავე რობერტ დასთი HBO-ს დოკუმენტურ სერიალში, The Jinx-ში იღებდა მონაწილეობას. იგი დაკავებული იქნა 2015 წლის მარტში, ნიუ ორლეანსში მის ბერმანის მკვლელობის გამო.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები