თხილის გადასამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად კომპანია "ნათს-ჯი"-მ 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.
საწარმოში, სადაც 2 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.
სამეგრელოს რეგიონში არსებული საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 150 სესხია გაცემული.