ინციდენტი ხობში - ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საუბარია ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც, სავარაუდოდ, შელაპარაკება უძღოდა წინ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტი ხობის ცენტრში გუშინ მოხდა. სამართალდამცველებს მომხდარ ფაქტზე არავინ დაუკავებია. გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე პირები უკვე გამოკითხა.