20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ჩემს თვალზე ცრემლი აღარასოდეს გაჩერდება..." - რამაზ დავლაძის საბედისწერო დღე და ბათუმის ტრაგედიის ადგილი, რომელიც მოსახლეობისგან სრულად დაიცალა

კაცი რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ოჯახის 4 წევრი, მათ შორის ორი შვილი დაკარგა დღეს მედიასთან პირველად საუბრობდა საკუთარ ემოციებზე და მათ შორის მიზეზებზეც, რამაც ნგრევა გამოიწვია. რამაზ დავლაძე და 8 ოქტომბერს გარდაცვლილი სხვა ადამიანების ოჯახის წევრები ამ რთულ მდგომარეობაშიც აქცენტს აკეთებენ, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები დაუშვებელია.

რამაზ დავლაძე საბედისწერო დღეს იხსენებს:

"დამენგრა ცხოვრება თავზე, მეტი რა უნდა ვთქვა ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, უბედნიერესი ცხოვრება მქონდა. ალბათ ესაა ჩემი განგება და ღმერთის ნება. ერთი ბიჭი დამრჩა და ცხოვრების სტიმულს მაძლევს. ჩემს ცრელმლს ვეღარ გავაჩერებ თვალზე, არც გაჩერდება არასდროს,"- ამბობს დავლაძე

ოჯახის წევრები დაკარგა გია შომახიამაც. მისთვის ტრაგედიის შემდეგ მძიმეა იმ დღის გახსენება, როცა 12 წლის შვილი და მეუღლე დაკარგა.

"მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ და ამხელა ცოდვას ვერ დავიდებ,"- აცხადებს გია შომახია.

უკვე ცნობილია გადაწყვეტილება, რომ კორპუსის დარჩენილი ნაწილების დემონტაჟი უნდა მოხდეს. გარდა ამისა მოსახლეობა გაიყვანეს გვერდით მდებარე კორპუსიდანაც. მას გამაგრება სჭირდება, თუმცა მიზეზი 13 ნომერში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებული არ არის.

ეზო სადაც, 7 სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა ცარიელია.

დღის ამბები