საქართველოში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე საკანონმდებლო და აღმსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პანდემიის გათვალისწინებით ეს ღონისძიებები შედარებით მცირე მასშტაბების, თუმცა სიმბოლური იქნება.
დაგეგმილია მემორიალების გვირგვინით შემკობა, ასევე გამოფენები და სხვა სახის აქტივობები.
დღეისათვის ქვეყანაში ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების 67 000-მდე ვეტერანია აღრიცხული.