თბილისში, კამანის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის.
შემთხვევა კამანის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.