სჭირდებათ თუ არა თამბაქოს მომხმარებლებს ვაქცინის "ბუსტერ" დოზა. ამასთან დაკავშირებით ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" ისაუბრა.
ბიძინა კულუმბეგოვმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ის რეკომენდაციები მიმოიხილა, რომლებიც უწყების საიტზეა გამოქვეყნებული:
"საიტზე განმარტებულია, თუ ვისთვის არის შესაძლებელი "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზების გაკეთება. მათ შორისაა პროფესიული ჯგუფები: ჯანდაცვის მუშაკები, პოლიციელები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ასევე 18-65 ასაკის ადამიანებში რისკჯგუფების წარმომადგენლები, თირკმლის დაავადებები, სიმსივნე, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ერთ-ერთი რისკფაქტორი არის მწეველობა, ვინც მწეველი იყო ან მიმდინარე მწეველია," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.