02 მაისი 2024,   19:14
ვრცლად
"შეძრული ვარ ამ ტრაგედიით" - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის პირველი კომენტარი ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ 

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი აცხადებს, რომ მოკლულ ანასტასია შატალოვასთან ექვსი თვეა შეხება არ ჰქონია.

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე მასთან 6 თვეზე მეტია არ მქონია ურთიერთობა. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე,"- აცხადებს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე

ზურაბ ბერიძის სახლში დღეს ჩხრეკა ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათს გაგრძელდა. ახალგაზრდა ქალი გუშინ თბილისში ჩაცხრილეს, თვითმხილველების განცხადებით, მას შვიდჯერ ახალგაზრდა მამაკაცმა ესროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება ბათუმის ყოფილი ვიცემერის და ქალის კავშირს, მათ საერთო შვილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა ჰქონდათ.

მოკლული ქალი ამის შესახებ მედიაშიც აქტიურად საუბრობდა. ის ყვებოდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა. როგორც ანასტასია შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიასთან აცხადებდა, კაცი მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

დღის ამბები