20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გურჯაანში მამაკაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა გურჯაანში - მეზობელმა ცოლ-ქმარი დაჭრა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები