იმუნიზაციის მარათონი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დაიწყო - მარტყოფსა და ნორიოში ვაქცინაციის მსურველებს, COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 4 ვაქცინაციის პუნქტი მუშაობს. პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, ჩართული არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც.