20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ცხელება, საკვებზე უარის თქმა, ტკივილი და დიარეა - სიმპტომები, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებში გახშირდა

ცხელება, საკვებზე უარის თქმა, ტკივილი და დიარეა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებში გახშირდა, რის გამოც პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდა. 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამჟამად ინტენსიურ თერაპიულ მკურნალობას 24 პაციენტი გადის, ყველა მათგანის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი საუბრობს.  

"პაციენტების ძირითადი მომართვიანობა გამოწვეული არის ცხელებით, მცირე ასაკის ბავშვებში საკვებზე უარის თქმით, ტკივილით და ნაწილობრივ დიარეის მოვლენებიც პრევალირებს. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, 24 პაციენტი მკურნალობას, აქედან არც ერთი არ იმყოფება აპარატურულ მხარდაჭერაზე, მათი მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. მომართვიანობა ძირითადად არის წლამდე ასაკის ბავშვების ხარჯზე, ბოლო პერიოდში მომატებული იყო ბაღის ასაკის ბავშვების მომართვიანობა და პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები," - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.  

დღის ამბები