ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს "მამაცობისთვის" მედლები გადაეცათ.
მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 10 მეხანძრე-მაშველი, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.
8 ოქტომბერს, ბათუმში სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.