26 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
შსს: თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ატეხილი აჟიოტაჟი

გავრცელებულ ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომ გორსა და სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებზე თანამშრომლები ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასული, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით.

როგორც ძალოვან უწყებაში განმარტეს, არც ერთ ბაზაზე განსაკუთრებული მობილიზება არ მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება, პოლიციელთა გეგმიური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი.

რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან."

დღის ამბები