23 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
"პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე მიდგომა, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ.

კობახიძის თქმით, პრივილეგიებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. 

"მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია. ამ სტანდარტის ფარგლებში იქნება სათანადო მოპყრობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, როგორც ქვეყნის, ხალხის და ასევე, ცალკეული მოქალაქეების წინაშე. აქედან გამომდინარე, პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები