მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ვირუსს გასულ დღე-ღამეში ათასი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში, სადაც ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება.
დღეიდან შეზღუდვები დაწესდება რუმინეთშიც, დაწესებულებების ძირითად ნაწილში კოვიდ-პასპორტის წარდგენა იქნება სავალდებულო, კლუბები და ბარები 30 დღით დაიხურება, მაღაზიები მუშაობას საღამოს 9 საათზე შეწყვეტენ, 10 საათიდან კი კომენდანტის საათი ამოქმედდება. პირბადის ტარება საჯარო ადგილებში ყველასთვის სავალდებულო გახდება.