საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 9788 ადამიანიდან ვაქცინირებული 30-ზე ნაკლებია. რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსს 23 აცრილი ადამიანი ემსხვერპლა. განახლებული მონაცემები ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფექციის 1942 შემთვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.