"მითხარი რა ხარ, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ" - ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთეს.
როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ წუთებში ბავშვების მშობლები სკოლაში არიან დაბარებულები.