09 დეკემბერი 2021,   08:21
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ 2012 წელს "სტერეო+"-ის დარბევასთან დააკავშირებით დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა. საქმე ეხება 2012 წელს "სტერეო+"-ის დარბევას, რაზეც სისხლის სამართლის საქმეზე, ძიებაც არის დაწყებული, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, მისი კუთვნილი "სტერეო+", რომელსაც "ტვ 9-სთან" ჰქონდა მომსახურების გაწევის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებული, ხელისუფლების დავალებით დაარბიეს.

დღევანდელ პროცესზე კერძო დაცვის კომპანიის ხელმძღვანელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ სწორედ მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სთხოვეს კომპანიას დაცვის ფორმები "სტერეო პლიუსის" დასარბევად.

"ეს იყო ლევან ჯანელიძე, რომელიც აღიარებულია ოქროს მოწმედ. მე ძალიან გამიკვირდა, რომ მას ეყო გამბედაობა. საქმეში იყვნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი, მოქმედება ხორციელდებოდა კრიმინალი ბიზნესმენი ბეჟუაშვილის მიერ და კონკრეტულად, მან დაავალა, რომ დარბეულიყო "სტერეო+" და მეორე ხაზი იყო უკვე მერაბიშვილის, რომელმაც თავისი თანამშრომლები მიაშველა და მას დაავალეს, როგორც თვითონ აღიარა, ფორმები მოეტანა თავისი. სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლები და პოლიციის თანამშრომლები ჩვეულებრივ იღებდნენ დარბევაში მონაწილეობას," - ამბობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" წევრი დავით ზილფიმიანი.

დღის ამბები