29 აგვისტო 2026,   13:07
ვრცლად
ძლიერი წვიმა და მეწყრული პროცესი ლენტეხის მუნიციპალიტეტში - მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო

ძლიერი წვიმა და მეწყრული პროცესი ლენტეხის მუნიციპალიტეტში - მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო. ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.

"მეწყერი ჩამოვიდა, ჩაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა. ამ ეტაპისთვის მოძრაობა შემოვლითი გზით შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ხიდი არის წაღებული. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოხდება დროებითი ხიდის მოწყობა. ეს ეხება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე 98-ე კილომეტრს, სოფელ საყდართან. წუხელის ძლიერი წვიმა იყო კონკრეტულად სოფელ საყდარში, რამაც გამოიწვია მდინარის ადიდება. ადგილზე მუშაობს ოთხი ერთეული ტექნიკა. შემოვლითი გზა ამ ეტაპისთვის აღდგენილია. მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ მარტივად გადაადგილდნენ,"- აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.

აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესი ერთი თვის წინაც მოხდა.

დღის ამბები