ხმაური იყო უბნების გახსნისთანავე ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე. რამდენიმე დამკვირვებლის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბანზე ამომრჩეველთა ნების კონტროლს ცდილობდა და მათ პირადობის მოწმობებს უმოწმებდა.
ფაქტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ადგილზე მივიდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეც, რომელსაც სთხოვდნენ, რომ ამ პირს ტერიტორია დაეტოვებინა.